ანონსები
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016-ის ფარგლებში, უმასპინძლებს ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას თემაზე: „დემოგრაფიული და სოციალური ფაქტორების ზეგავლენა ჭარბ წონასა და სიმსუქნეზე საქართველოში“.
საჯარო ლექცია შეეხება კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სიმსუქნისა და ჭარბი წონის გავრცელების, მათი სოციალურ, დემოგრაფიულ, ქცევით ფაქტორებთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დამოკიდებულების ანალიზს.
ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორი ქ-ნ სოფიო სკლიარენკო და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ბ-ნ ვასილ ტყეშელაშვილი.
თარიღი: 23.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, ოთახი #302
დრო: 17:30 სთ